"ნაბიჯი მცოცავი ანექსიისკენ" - ოკუპირებულ აფზახეთში აპარტამენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ

22.07.24 10:52
"ნაბიჯი მცოცავი ანექსიისკენ" - ოკუპირებულ აფზახეთში აპარტამენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ

ოკუპირებულ აფზახეთში პროტესტი გრძელდება. მოსახლეობა ე.წ პარლამენტის შენობასთან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს. ამ დოკუმენტის მიხედვით სანაპირო ზოლში 30 ათასი აპარტამენტის მშენებლობა იგეგმება, ბინების უმრავლესობას კი რუსეთის მოქალაქეებს გადასცემენ.

ადგილობრივებიი ეჭვობენ, რომ თუ კანონპროეტქს კანონად აქცევენ, აფხაზები უმცირესობაში დარჩებიან. ეგრეთ წოდებულ პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ეს პროცესი მცოცავი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. ხალხი აქციების გაგრძელებით იმუქრება თუ 
ასლან ბჟანიას რუსული პოლიტიკის გატარებას არ შეწყვეტს.