ე.წ. გადატრიალების საქმე - სუსში გამოკითხვაზე ომის ვეტერანი კონსტანტინე ჯღამაია მივიდა

22.07.24 11:27
ე.წ. გადატრიალების საქმე - სუსში გამოკითხვაზე ომის ვეტერანი კონსტანტინე ჯღამაია მივიდა

სუსში გამოკითხვების ახალი სერია დღეიდან იწყება. რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონსტანტინე ჯღამაია მივიდა. წინასწარი ინფორმაციით, ომის ვეტერანთან კითხვები ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების საქმეებზე აქვთ, მაგრამ კონკრეტულად რა აინტერესებთ ჯღამაიასგან -  უცნობია.

ადვოკატი ამბობს, რომ ჯღამაიას არცერთ კითხვაზე პასუხის გაცემის არ ეშინია გამოძებასთან თანამშრომლობას აპირებს. 

როგორც ინფორმაცია გვაქვს, როგორც შეეხმიანა გამომძიებელი ბატონ კონსტანტინეს და ის დაიბარა, მან განუმარტა, რომ სსკ-ს 315 მუხლით არის დაბარებული. ამ შემთხვევაში, რა ინფორმაციაც გაავრცელა სუსმა, ჩვენ უნდა მივიღოთ შიგნით ეს ინფორმაცია კონკრეტულად. როგორც იცით, რამდენიმე პირია დაბარებული და შეიძლება სხვა პირებს აქვთ ორი მუხლი, მაგრამ ბატონ კონსტანტინეს ერთი. დანარჩენ დეტალებს შიგნით გავიგებთ, - ამბობს ადვოკატი თორნიკე ჩიქოვანი.

სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებში კიდევ სამი ადამიანია დასაკითხი, მაგრამ ისინი ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე სასამართლოში მისცემენ.

ჩვენთან შედგა კომუნიკაცია გუშინწინ საღამოთი, მაგრამ ზარი, რომელიც შემოვიდა, იყო დახურული, ამიტომ ჯერჯერობით მე არ ვარ ოფიციალურად დაბარებული სახელმწიფო უწყებაში, თუმცა დაბარების შემთხვევაში, მე მზად ვარ, გამოვცხადდე, ვითანამშრომლო გამოძიებასთან. აუცილებლად მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაბარების შემთხვევაში მე გავცემ კითხვებზე პასუხს, რადგანაც მე პირადად, არანაირი ნდობა არ გამაჩნია ამ უწყების, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის ჩვეულებრივი რუსული ეფესბე, - ამბობს ომის ვეტერანი ბესო ბენდელიანი.