პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე - ISFED-ის ანგარიში

22.07.24 14:48
პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე - ISFED-ის ანგარიში

ტიკტოკის პლატფორმა არჩევნების წელს პოლიტიკური აქტორების მხრიდან აქტიურად გამოიყენება ოფიციალური თუ ანონიმური პოლიტიკური კამპანიების საწარმოებლად და დიდ აუდიტორიაზე გასასვლელად -„სამართლიანი არჩევნები" ახალ ანგარიშს  „პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე“ აქვეყნებს, რომელიც მოიცავს ანონიმური მადისკრედიტირებელი და მხარდამჭერი კამპანიების, ისე სხვა ღირებულებით საკითხებზე მაპოლარიზებელი ნარატივების გამავრცელებელი, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიების/პოლიტიკოსების ოფიციალური ტიკტოკ არხების ანალიზს 2024 წლის იანვარი-მარტის პერიოდში.

ძირითადი მიგნებები:

  • 2024 წლის იანვარ-მარტის პერიოდში „სამართლიანი არჩევნების” მიერ ტიკტოკის
  • მონიტორინგის შედეგად შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა:
  • ● ტიკტოკის პლატფორმა არჩევნების წელს აქტიურად გამოიყენება როგორც ანონიმური
  • საინფორმაციო მანიპულაციებისთვის, ისე პოლიტიკოსების/პარტიების მხრიდან
  • პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად;
  • ● ოფიციალურ არხებზე გავრცელებული მასალის შინაარსი უფრო მეტად პოზიტიური და
  • ეთიკური იყო, ვიდრე ანონიმურად წარმოებული კამპანიის შემთხვევაში;
  • ● ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედი ანგარიშები, რომლებიც ფეისბუქზე
  • პერიოდულად იზღუდებიან, ტიკტოკის პლატფორმას აქტიურად იყენებდნენ;
  • ● საანგარიშო პერიოდში შესწავლილ ტიკტოკ არხებზე ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი
  • კამპანია უფრო აქტიური და მასშტაბური იყო, ვიდრე ხელისუფლების წინააღმდეგ
  • მოქმედ არხებზე. აღნიშნული ტენდენცია ვრცელდებოდა პარტიების მხარდამჭერ
  • არხებზეც: ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანიის მასშტაბი ოპოზიციისას
  • აღემატებოდა;
  • ● ოპოზიციის საწინააღმდეგო არხებს შორის გამოიკვეთა კოორდინაცია - არხების ნაწილი
  • იდენტურ ვიდეოებს დროის მოკლე მონაკვეთში ავრცელებდა. მსგავსი ტენდენცია
  • ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ არხებზე თითქმის არ დაფიქსირებულა;
  • ● სავარაუდოდ, ვიდეოების ინტერაქციის გასაზრდელად არხების ნაწილი ე.წ. ტრენდულ
  • ვიდეომონტაჟებს („ედითებს”) ქმნიდნენ. „ედითები” ვრცელდებოდა როგორც
  • პოლიტიკოსების მხარდამჭერ, ისე ოფიციალურ არხებზე. მსგავსი ტენდენცია
  • გამოიკვეთა სამართალდამცავი სტრუქტურების მხარდამჭერ არხებზეც;
  • ● პარტიებთან/პოლიტიკოსებთან დაკავშირებული ოფიციალური არხების ნაწილი,
  • პოლიტიკური შინაარსის ვიდეოებთან ერთად, პირადი და/ან იუმორისტული შინაარსის
  • მასალას ავრცელებდა;
  • ● ტიკტოკის საინფორმაციო ველისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება
  • „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” მხარდამჭერი არხები, რომლებიც
  • მკვეთრად ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ და, ფეისბუქზე შეზღუდვის შემდეგ,
  • ტიკტოკის პლატფორმას აღნიშნული გზავნილების გასავრცელებლად შეუზღუდავად
  • იყენებენ. დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ „ალტ-ინფოს” კონტენტს, ანონიმურთან
  • ერთად, რეალური პირების ანგარიშებიც აქტიურად ავრცელებენ;
  • 3
  • ● „ალტ-ინფოს” მხარდამჭერი არხები როგორც თანხის, ისე მხარდამჭერების
  • მობილიზებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა. „ალტ-ინფო” მხარდამჭერებს
  • პარტიაში გასაწევრებლად ცენტრალურ ოფისში მობილიზებისკენ სოციალურ მედიაში
  • გავრცელებული მიმართვების საშუალებით მოუწოდებდა, ამავე გზებით აგროვებდა
  • ტელევიზიის ფუნქციონირების გაგრძელებისთვის თანხას.
  • ● „ალტ-ინფოს” მხარდამჭერი და პროპაგანდისტული ღირებულებით საკითხებზე
  • მაპოლარიზებელი ნარატივების გამავრცელებელი სხვა არხების გზავნილების
  • მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ანტიდასავლური შინაარსის, მათ შორის, საქართველოს
  • ევროკავშირში ინტეგრაციისა და აშშ-ის საწინააღმდეგო ნარატივები. ანტიდასავლური
  • განწყობების გასაღვივებლად აქტიურად გამოიყენებოდა ჰომოფობიური გზავნილებიც;
  • ● ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკასთან ერთად, გამოიკვეთა ჩინეთის
  • მიმართ პოზიტიური განწყობებიც. კერძოდ, ტიკტოკ არხი „ფუკოს ქანქარა” ჩინეთთან
  • სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და
  • კეთილდღეობის მიღწევის გზად წარმოაჩენდა;
  • ● ცალკეული არხები ერთსა და იმავე ჰეშთეგს იყენებდნენ, რაც მათ კოორდინაციაზე
  • შეიძლება მიუთითებდეს. მსგავსი ტენდენცია გვხვდებოდა როგორც ოპოზიციის
  • საწინააღმდეგო, ისე „ალტ-ინფოსთან” დაკავშირებულ არხებზე. ამასთანავე,
  • ინტერაქციის გასაზრდელად და აუდიტორიის მოსაზიდად არხები #ფორიუ (For You)
  • ჰეშთეგს (სხვადასხვა ვარიაციით) აქტიურად იყენებდნენ.

სრულად კვლევა ნახეთ აქ: