პროტესტში მონაწილე არც ერთი პირის მიმართ დავალიანება არ გვაქვს- ,,კასს ლენდი" წალკაში მუშების გაფიცვაზე

29.07.21 14:39
პროტესტში მონაწილე არც ერთი პირის მიმართ დავალიანება არ გვაქვს- ,,კასს ლენდი" წალკაში მუშების გაფიცვაზე

კომპანია ,,კასს ლენდი", რომელიც წალკაში, დაშბაშის კანიონზე, ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, აცხადებს, რომ თანამშრომლების მიმართ დავალიანება არ გააჩნია. კომპანია განცხადებას ავრცელებს.

,,კასს ლენდი" არის დეველოპერული კომპანია, რომელიც კონტრაქტორი კომპანიების მეშვებოთ ახორციელებს ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს წალკის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. 
ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას წარმოეშვა დავალიანება თავისი თანამშრომლების მიმართ. მათ გადაკეტეს სავალი გზა , რის გამოც ჩვენს კომპანიას შეექმნა პრობლემა, ვეღარ გავაგრძელეთ მიმდინარე სამუშაოები. ხელი შეეშალათ ასევე სხვა კოტრაქტორ კომპანიებსაც, რომ გაეგრძელებინათ მიმდინარე სამუშაოები, რამაც გამოიწვია ჩვენი კომპანიის დაზარალება. 
ვაცხადებთ, რომ  სრულად გვაქვს ანაზღაურებული ყველა ნაკისრი ფულადი ვალდებულება ჩვენი კონტრაქტორი კომპანიების მიმართ და პროტესტის გამოხატვაში მონაწილე არცერთი პირის მიმართ ჩვენს კომპანიას დავალიანება არ გააჩნია - ნათქვამია განცხადებაში.

წალკაში, დაშბაშის კანიონზე, დასაქმებული 200-მდე პირი დღეს კუთვნილი სახელფასო დავალიანების მიღების მიზნით  გაიფიცა

მსგავსი სიახლეები