გპირდებით, ვიბრძოლებ თქვენი მომავლისთვის, მთავარია არ გაჩერდეთ! - ხათუნა ლაგაზიძის მიმართვა ახალგაზრდებს

23.07.24 15:49
გპირდებით, ვიბრძოლებ თქვენი მომავლისთვის, მთავარია არ გაჩერდეთ! - ხათუნა ლაგაზიძის მიმართვა ახალგაზრდებს

ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავწიოთ სადეპუტატო ასაკი, რომ უახლოს მომავალში თქვენმა თაობებმა გადაიბარონ საქართველოს ხელისუფლება - ასე მიმართა "აირჩიე ევროპა"-ს თანადამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ ახალაგაზრდებს ღონისძებაზე, სადაც მომავალი თაობა,  რუსული კანონის მოწინააღდმეგები და ხელოვანები, ვინც "ოცნების" ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ, გადამწყვეტი არჩვნების წინ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას იწყებენ. 

ლაგაზიძე ახალგაზრდებს დაჰპრიდა, რომ მათი მომავლისთვის მათთან ერთად იბრძოლებს.

"მთავარია, არ გაჩერდეთ, დაბრკოლებები, მხოლოდ იმისთვის არის, რომ გადავლახოთ და გაგვაძლიეროს" - უთხრა ლაგაზიძემ მომავალ თაობას. 

,,ჩვენ გარდა იმისა, რომ უნდა დავგეგმოთ გზა ერთად გამარჯვებისკენ, უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავწიოთ სადეპუტატო ასაკი, იმისათვის რომ უახლოს მომავალში თქვენმა თაობებმა გადაიბარონ საქართველოს ხელისუფლება. თქვენ უკვე გაქვთ გამარჯვების გამოცდილება, მოიგეთ ყველაზე დიდი, რაც ადამიანს ხელისუფლებას შეიძლება გამოსტაცოს დრო. შარშან, რომ რუსული კანონი გაეტანათ, დღეს ჩვენ აქ არ ვისხდებოდით და არჩევნებსაც არ ექნებოდა აზრი. ბოლო თვეების განმავლობაში, ახალგაზრდებმა ხელახლა აღმოგვაჩენინეთ საქართველო, ხელახლა გვაგრძნობინეთ, ის უნიკალური გრძნობა, რომელსაც ჰქვია სამშობლოს სიყვარული, ახლა ჩვენი ვალია, ვიყოთ თქვენი თანადგომები და დამცველები, იმ არცთუ მარტივ გზაზე, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია. მე თქვენზე, ცოტა პატარა შვილი მყავს და ბუნებრივია, ის თქვენთან ერთად იდგა აქციებზე, თქვენთან ერთად ისუნთქავდა მხუთავ გაზს და როგორც მშობელი გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება ვინმეს უნდოდეს იმ დესპოტიზმის, ნეპოტიზმის, კორუფციის, უპერსპექტივობის გარემოში იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა, რომელსაც ,,ქართული ოცნება“ აგებს. მე შემიძლია დაგპირდეთ, ისევე ვიბრძოლებ თქვენი მომავლისთვის, როგორც ჩემი ერთადერთი შვილისთვის. საქართველოს სიმდიდრე არც ოქროა, არც ნავთობი, არც მიწა. საქართველოს სიმდიდრე ხართ თქვენ, თქვენია ეს ქვეყანა და თვენი მომავალი ამ ქვეყანაში უნდა აშენდეს. 26 ოქტომბერს გამარჯვება, თუნდაც იმიტომა არის აუცილებელი, რომ თავიდან ავიცილოთ ემიგრაციის კიდევ ერთი დამღუპველი ტალღა. თქვენი ევროპული მომავალი ამ ქვეყანაში უნდა აშენოთ, თაობის უკომპრომისობაში, გულწურფელობაში, ინოვაციურობაშია. მთავარია, არ გაჩერდეთ. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის მიმცემი. მე უდედ -მამოდ გავიზარდე , მივიღე სამი უმაღლესი განათლება და ეხლა აქ ვდგავარ, იმის წყალობით, რომ ჩემთვის ყოველი ყოველი წაფორხილება იყო, ფეხზე წამოდგომის, წინსვლის და ახალი ნაბიჯების გადადგმის სტიმული. დაბრკოლებები, მხოლოდ იმისთვის არის, რომ გადავლახოთ და გაგვაძლიეროს. მოკლედ, არ გაჩერდეთ და ერთობით ყველაფერს შევძლებთ", - განაცხადა ლაგაზიძემ. 

ცნობისთის, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო მოძრაობა - "აირჩიე ევროპა" დააფუძნეს, რომლის მიზანიც ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა.