"ახალგაზრდობას ვერ მოატყუებთ! არჩევნების შემდეგ ევროპულ რელსებს აუცილებლად დავუბრუნდებით" - გიორგი ჯანელიძე
რეჟისორები, მსახიობები, ხელოვანები და რუსული კანონის მოწინააღმდეგები ხმების დასაცავად ემზადებიან.
"აირჩიე ევროპას" ფარგლებში გამართულ ღონისძებაზე ტელეწამყვანმა გიორგი ჯანელიძემ ხაზგასმით უთხრა მმართველ გუნდს, რომ ახალ, თავისუფალ საქართველოში დაბადებულ თაობას ვერ მოატყუებენ.
ჯანელიძემ 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს ახლა, დაბრუნდება თუ არა საქართველო ევროპულ რელსებზე.
ძალიან სპეციფიკური სიტუაცია გვაქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით. მე მახსოვს ჯერ კიდევ პანდემიამდე რამდენიმე წლით ადრე "ძალა ევროპაშიას" ფარგლებში მე დავყვებოდი საინიციატივო ჯგუფს რეგიონებში და ველაპარაკებოდით მოსახლეობას. მაშინ ყველანი ვთანხმდებოდით, რომ ევროპა კარგია, მაგრამ მაშინ ევროპისგან დაპირებები არ გვქონია, არც ვადები და არც არაფერი. სიტუაცია შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და როცა უკვე ხელისშემშლელი პირობები არ უნდა იყოს და ყველაფერი კარგად უნდა იყოს, სწორედ აქ, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ბლუკუნი და ბოდვა შეთქმულების თეორიები და მოღალატეობრივი სისულელეების ლაპარაკი, რომ ევროპა არის ჩვენი მტერი. ყველაზე რთული მოსატყუებელი დღეს საქართველოში არის ახალგაზრდობა, რადგან ისინი ინტერნეტის ეპოქაში არიან გაზრდილები და ტყუილი შეუძლიათ მარტივად გამოააშკარაონ. ასეთი თაღლითური ტყუილები, რომელზეც ბოლო ერთი წელია ძალიან ინტენსიურად გადასულია მმართველი პარტია, ყველაზე ნაკლებად ამაზე ახალაგაზრდობა წამოეგება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი 2026 წლის არჩევნებია, რადგან ახლა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, დავუბრუნდებით თუ არა ევროპულ რელსებს. მე იმედი მაქვს, რომ საკუთარი განცდებით, რაც მილაპარაკია და რაც მომისმენია ამ ხალხისგან, რომ ოქტომბერში ეს ხალხი ამას გააკეთებს და ევროპულ რელსებს დავუბრუნდებით", - თქვა გიორგი ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები "ერთიანობისა და გამარჯვებისთვის მზაობის მანიფესტს" შეუერთდნენ.