ვაპირებ, არჩევნებზე დამკვირვებლად დავრეგისტრირდე - გიორგი გიგაშვილი
მობილიზება 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის - ხელოვანებს კენჭისყრის პროცესზე დასწრება და ხმების დაცვა გადაწყვეტილი აქვთ. გიორგი გიგაშვილი აპირებს, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირდეს. ცნობილი პიანისტი "პირველებს" ეუბნება, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი შანსია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.
ვაპირებ დამკვირვებლად დავრეგისტრირდე და მეც ვიყო იქ, იმიტომ, რომ წელს არის პირველი და ალბთ, უკანასკნელი შანსი, როდესაც შეიძლება, ხელისუფლება შეიცვალოს. პირველი იმიტომ, რომ ახლა დაინახა ყველამ და ახლა გამოჩნდა ასე მასობრივად, რომ ეს ხელისუფლება არ გვინდა და უკანასკნელი იმიტომ, რომ ამის შემდეგომ უკვე აღარ იქნება შესაძლებლობა, ყველაფერს იზამენ, რომ ეს ხმა ჩაახშონ", - ამბობს გიორგი გიგაშვილი.
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში სხვადასხვა პლატფორმა ქიმნება. მომავალი თაობა, რუსული კანონის მოწინააღდმეგები და ხელოვანები გადამწყვეტი არჩევნების წინ ერთიანდებიან.
რამდენიმე წუთის წინ, სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპას" ერთ-ერთი დამფუძნებლმა, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ დაიწყება ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის - "საქართველოს ევროპული ელჩები", სადაც დარეგისტრირდებიან ახალგაზრდები მთელი საქართველოდან. პროექტის მიზანი იქნება 26 ოქტომბერს, "არც ერთი ევროპული ხმა სახლში არ დარჩეს".
ხვალ კი "ხმების გუშაგის" პრეზენტაციაა დაგეგმილი. ორგანიზაციის მიზანი ამ შემთხვევაშიც ხმების დაცვაა.