რთული გზა გველის, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის გზასაყარზე ვდგავართ - ნიკოლოზ რაჭველი
რთული გზა გველის, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის გზასაყარზე ვდგავართ - ამის შესახებ ნიკოლოზ რაჭველმა სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპის" მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რაჭველი მზადაა იყოს ყველგან, სადაც კი ამის აუცილებლობა იქნება, რადგან მისი თქმით, წინ გადამწყვეტი პროცესია და სწორედ ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ბედი.
რთული გზა გველის, მე ვიცი, რომ მარტო ლოზუნგი და საუბარი უკვე ამ ეტაპს კარგახანია გავცდით. აგვსიტოდან უკვე ყველამ უნდა დავიწყოთ სერიოზული შრომა. მზად ვარ, ვიყო ყველგან, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაცნობიერებული და გააზრებული მაქვს, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის გზასაყარზე დგას ჩემი ქვეყანა და ასეთ დროს უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, გადავარჩინოთ ერთმანეთი და ჩვენი მომავალი, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან და ამ ქვეყანაში უნდა გაჩდნენ", - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში სხვადასხვა პლატფორმა იქმნება. მომავალი თაობა, რუსული კანონის მოწინააღდმეგები და ხელოვანები გადამწყვეტი არჩევნების წინ ერთიანდებიან.
რამდენიმე წუთის წინ, სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპას" ერთ-ერთი დამფუძნებლმა, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ დაიწყება ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის - "საქართველოს ევროპული ელჩები", სადაც დარეგისტრირდებიან ახალგაზრდები მთელი საქართველოდან. პროექტის მიზანი იქნება 26 ოქტომბერს, "არც ერთი ევროპული ხმა სახლში არ დარჩეს".
ხვალ კი "ხმების გუშაგის" პრეზენტაციაა დაგეგმილი. ორგანიზაციის მიზანი ამ შემთხვევაშიც ხმების დაცვაა.