ხელოვნება დღეს უნდა ბედავდეს, ხელისუფლებაში არსებულს მანკიერებას უშიშრად დასცინოს - დათა თავაძე
აუცილებლად ვიქნებით შემოქმედები ახალი საქართველოსი - ამ სიტყვებით მიმართა რეჟისორმა დათა თავაძემ სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპის" მიერ გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას,
თავაძემ ხელოვანებს გაბედული ნაბიჯის გადადგმისა და ხელისფულებაში არსებულ მანკიერებაზე ხმამაღლა საუბრისკენ მოუწოდა.
ხელოვნება დღეს უნდა ბედავდეს, უშიშრად დასცინოს იმ მანკიერებას, რომელიც არსებობს ხელისუფლებაში. აუცილებლად ვიქნებით შემოქმედები ამ ახალი საქართველოსი. ეს იქნება მრავალფეროვანი საქართველო მრავალფეროვანი პარლამენტით", - განაცხადა დათა თავაძემ.
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში სხვადასხვა პლატფორმა იქმნება. მომავალი თაობა, რუსული კანონის მოწინააღდმეგები და ხელოვანები გადამწყვეტი არჩევნების წინ ერთიანდებიან.
რამდენიმე წუთის წინ, სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპას" ერთ-ერთი დამფუძნებლმა, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ დაიწყება ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის - "საქართველოს ევროპული ელჩები", სადაც დარეგისტრირდებიან ახალგაზრდები მთელი საქართველოდან. პროექტის მიზანი იქნება 26 ოქტომბერს, "არც ერთი ევროპული ხმა სახლში არ დარჩეს".
ხვალ კი "ხმების გუშაგის" პრეზენტაციაა დაგეგმილი. ორგანიზაციის მიზანი ამ შემთხვევაშიც ხმების დაცვაა.