სისხლიანი გარჩევა თერგის აბზრობაზე - 30 წლის კაცი მეგობარმა დაჭრა
ექიმები ამ დრომდე ცდილობენ 30 წლის მეკო შავიშიანის გადარჩენას. ახალგაზრდა კაცი მეგობრის მხრიდან სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი დღეს დილით გახდა. თერგის ბაზრობაზე მისულ შავიშიანს მეგობარმა ჩასაფრება მოუწყო, ზურგიდან ფარულად მიეპარა და დანა ჩაარტყა. რომ არა ადგილზე მყოფი ხალხი, არ არის გამორიცხული, დაჭრილი მამაკაცი სისხლისგან დაცლილიყო.
სისხლიან ანგარიშსწორებას წინ სიტყვიერი გარჩევა უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ბაზრობის საპირფარეშოში დააკავა, სადაც ის რამდენიმე საათის განმავლობაში იმალებოდა. მას ბრალი უკვე წაუყენეს. ახლა დაკავებულმა პოლიციას უნდა უთხრას, რატომ გაიმეტა მეგობარი სასიკვდილოდ.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.