ძლიერი ხანძარი ვარკეთილში - ცეცხლი პიროტექნიკით სავსე ავტოფარეხს გაუჩნდა
ძლიერი ხანძარი ვარკეთილში - ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საკუთრებაში არსებულ პიროტექნიკით სავსე ავტოფარეხს გაუჩნდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.