ჯო ბაიდენი საგანგებო მიმართვისთვის ემზადება
ჯო ბაიდენი საგანგებო მიმართვისთვის ემზადება. ამერიკის პრეზიდენტი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ თეთრს სახლში დღეს პირველად მივა. პრეზიდენტის მიმართვა ოვალური კაბინეტიდან შტატების დროით 20 საათზეა დაანონსებული.
“რა გველის წინ და როგორ დავასრულებ სამუშაოს ამერიკელი ხალხისთვის, ყველფერზე ვისაუბრებ რამდენიმე საათში", დაწერა სოციალურ ქსელში ბაიდენმა, რომელიც კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. ჰარისმა ბაიდენის მხარდაჭერას დიდი პატივი უწოდა, მას მადლობა გადაუხადა.