ე.წ. კლანური მმართველობა და კორუფცია სასამართლო სისტემაში - საკითხზე იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი მსჯელობს
საეჭვოდ გამდიდრებული მოსამართლეები, ყველაზე დახურულ უწყებად ქცეული სასამართლო სისტემა და კლანი, რომლის უფლებმოსილებაც განუსაზღვრელია - ამ პრობლემებზე ამ წუთებში იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი მსჯელობს.
უფლებადამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ სამართლო სისტემის მთავარი გამოწვევა კლანური მმართველობა და კორუფციაა, ამიტომ იურისტები მოსმართლეთა კეთილსინდისირების შემოწმების აუცილეობლობაზე სუაბრობენ.
ყველა გადაწყვეტილება, რაც კი სასამართლოს უკავშირდება, ერთი ძალაუფლების ცენტრის ირგვლივ ტრიალებს. ეს არის იუსტიციის საბჭო, რომელიხ ჩართულია ყველა პროცესში. არ არსებოსბ დეცენტრალიზაციის სისტემა, შიგნით ძალაუფლების გადანაწილება. ყველა გადადწყვეტილება მიიღება, ფაქტობრივად, რამდენიმე ერთი და იგივე ადამიანის მიერ, სასამართლოები იქმნებიან და იხურებიან რამენიმე ადამიანის გათვალისწინებით, - ამბობს სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე.
სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის მმართველობაზე საუბრობს ეკა ბესელიაც.
მოსამართლის შეცდომა დაზღვეული აღარ არის არაფრით. ზემდგომი სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ გამოასწოროს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეცდომა. ვერავინ ვეღარ გამოასწორებს იმიტომ, რომ მოსამართლეთა ჯგუფი, მაფიოზური წარმონაქმნი, რომელიც მართავს ასე "შენ ეს საქმე განიხილე, შენ ის საქმე განიხილე, შენ ასე გადაწყვიტე". დამღვევი არ არის არაფერი. ისე გადანაწილდა ეს ძალაუფლება ერთი ჯგუფის ხელში, რომ კონტროლი აღარ არის, - ამბობს ეკა ბესელია.