პარლამენტის რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდები ვერდიქტის მოლოდინში არიან - რა ხდება პროცესზე?

24.07.24 15:37
პარლამენტის რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდები ვერდიქტის მოლოდინში არიან - რა ხდება პროცესზე?

სასამართლო ამ წუთებში 400 ლარიანი ჯებირების დაზიანებისთვის 6 წლიანი მუხლით დაკავებული საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის საქმის განხილავს აგრძელებს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბრალდებულების წინააღდმეგ ჩვენებას სასამართლოს ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის თანამშრომელი აძლევს. მალხაზ შავშიშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამტკიცებდა, რომ დანაშაულს ტელევიზორში, ერთ-ერთ სამთავრობო არხზე უყურა.

მას შემდეგ, რაც მას კითხვები დაცვის მხარემ დაუსვა, სამართალმდაცველი ვერსიებში ჩაიკარგა. თავდაპირველად მან თქვა, რომ არ ახსოვდა, იყო თუ არა ჯებირი დაზიანებული ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის მისვლამდე, თუმცა შემდეგ თქვა, რომ კარი, მათ მისვლამდეც დაზიანებული იყო, თუმცა დაკავებულებმა რკინის კონსტრუქციას დამატებით დააზიანეს. 

პროცესს დაკავებულების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები ესწრებიან. ყველა თანხმდება, რომ საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი და აქტივისტებს სამაგლითოდ რუსული კანონის გაპროტესტების გამო სჯიან. 

ნამდვილად სჯიან ამ ორ ახალგაზრდას, რომ სხვები დაშინდნენ, მაგრამ ამ ორი ადამიანის დაჭერით, ვერავის დააშინებენ. ახალგაზრდებს ვერ გააჩერებენ. მზად ვართ, ჩვენ ეს ზიანი ავანაზღაუროთ. 400 ლარი კი არა 1000 ლარიც რომ იყოს, ავანაზღაურებთ. ღუპავენ ახალგაზრდებს 400 ლარის გულისთვის, - ამბობს საბა მეფარიშვილის დედა შორენა როხვაძე.

რატომ მედავები და რატომ გამოგყავარ ისე, თითქოს მე ამ ქვეყნის მოღალატე ვიყო? თუ ასეთი იყო ჩემი შვილი, ერთი წელი სავალდებული ჯარი რომ მოიხადა, გადაამოწმონ. რატომ არ ხდება გამოკვლევები, როცა ასეთ სტატუსს აწერენ ჩემს შვილს, რომ ამ ქვეყნის მოღალატეა, - ამბობს ომარ ოკრიბელაშვილის დედა შორენა ხომერიკი. 

მოსამართლე ნათია გუდაძე საბოლოო გადაწყვეტილებას წუთი წუთზე გამოაცხადებს. ცნობილია, რომ დაცვის მხარემ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ  ახალგაზრდებმა საპატიმრო 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვონ.