აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა დააკავა

24.07.24 20:55
აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა დააკავა

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერი აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა დააკავეს - “აფსნიპრესის" ინფორმაციით, ოპოზიციონერი პატიმრობაში 17 აგვისტომდე დარჩება.

დე-ფაქტო  შსს ადლეიბას სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედავება, რომელიც გულისხმობს ხულიგნობას გულისხმობს. 

ცნობისთვის, აპრილში აფხაზმა სამოქალაქო აქტივისტმა, ჯანსუღ ადლეიბამ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა.

2024 წლის მარტში მან სოხუმის მოედანზე მორიგი შიმშილობა მოაწყო და მოითხოვა აფხაზეთის პრეზიდენტის [დე ფაქტო] ასლან ბჟანიას გადადგომა საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო.