სისხლიანი დაპირისპირება თელავში - მოკლულია ორი პირი

25.07.24 09:19
სისხლიანი დაპირისპირება თელავში - მოკლულია ორი პირი

სისხლიანი დაპირისპირება თელავში - გვიან ღამით  სოფელ ლალისყურში ორი ადამიანი მოკლეს. 

ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული, მოკლულების თანასოფელია. ერთ-ერთი ვერსიით, გუშინ კი სამივე მათგანი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. 

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი დაღუპული სოფლის რწმუნებულის ძმაა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა. 

რა გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი უცნობია. 

სავარაუდო დამნაშავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. 

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 19-109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

საქმე ასევე აღძრულია სსკ-ს 236-ე მუხლითაც, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.