ხულოში ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - არის მსხვერპლი

25.07.24 10:53
ხულოში ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - არის მსხვერპლი

ერთი დაღუპული და ორი დაშავებული - ხულოს ავტობუსი ავარიაში მოყვა. AJARATIMES.GE-ს ინფორმაციით, შემთხვევა ქედაში, სოფელ წონიარისში მოხდა. 

"პირველების" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ. გარდაცვლილი ავტობუსის მძღოლია. 

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: AJARATIMES.GE