სოფელ სუფსაში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - არხის ჟურნალისტის, ლადო მენაბდის ცნობით, ანგარიშსწორება სიუჟეტზე მუშაობის დროს მოხდა, როდესაც სუფსაში პოლიციის უფროსის საქმიანობის გადასაღებად იყო ჩასული.
ლადო მენაბდის განცხადებით, თავდაპირველად, პოლიციის შენობა ჩაუკეტეს, რის შემდეგაც სოფლის ცენტრში ზონდერები დახვდნენ, რომლებმაც ჟურნალისტსა და მის ოპერატორს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის ინფორმაციით, სხეულის არეში ფიზიკური დაზიანებენი აღენიშნება და ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება.
მომხდარის შედეგად "მთავარი არხის" ტექნიკაა დაზიანებული.