თბილისში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

25.07.24 13:39
თბილისში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - შემთვევის ადგილზე "ტვ პირველის" კორესპონდენტი იმყოფებოდა.

მისი თქმით, ცეცხლის ჩაქრობა მანქანის მესაკუთრემ ვერ შეძლო და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

სახანძრო შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და ცეცხლი ჩააქრო. ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია მანქანის აალება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.