"წარმატებული ქართველების დაფასებისთვის" საქართველოს მთავრობა 250 000 ლარს გამოყოფს
"წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის" გასამართი ღონისძიებისთვის საქართველოს მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 250 000 ლარს გამოყოფს.
ამის შესახებ მთავრობის 18 ივლისის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.
წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 250 000 ლარი," - წერია დოკუმენტში.