20 წლის ფეხბურთელის სიკვდილის საქმე - დაკავებული ექთნის განაჩენის გამოცხადება გადავადდა

25.07.24 20:17
20 წლის ფეხბურთელის სიკვდილის საქმე - დაკავებული ექთნის განაჩენის გამოცხადება გადავადდა

20 წლის ფეხბურთელის სიკვდილის საქმეზე დაკავებული ექთნის განაჩენის გამოცხადება გადავადდა.  დაცვის მხრე სხდომაზე დოკუმენტებით მივიდა, რითაც ცდილობდნენ იმის დადასტურებას, რომ ექთანს მისი ხელმოწერით შეეძლო მხოლოდ  გაცემული მედიკამენტების რაოდენობა დაედასტურებინა და არა ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების.

დაცვა ითხოვდა ასევე "ტვ პირველის" ეთერში გასული სიუჟეტის ჩვენებსაც, სადაც საქმეში ახალი გარემოებები იკვეთებოდა, მათ შორის იმის შესახებ, რომ დოკუმენტაციის გაყალბებას ბეგიაშვილი ვერ შეძლებდა, მაგრამ  მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ახსოვს კი, რომელ დღეს რომელი ნარკოტიკული საშუალებები გაუკეთდა ჩემს შვილს, ან რომელი პრეპარატები, იქ ხომ არის დანიშნულების ფურცელში მითითებული, თუ ახსოვს? მითუმეტეს თვითონ უთხრა ხარისხის მართვის წარმომადგენელმა, რომ შეასწორეო. იმიტომაც არის რესპუბლიკურის მიერ, ჩვენ ახლახანს მივიღეთ ეს დასკვნა, ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები განადგურებული", - ამბობს ფეხბურთელის მამა. 

ცნობისთვის, ქალი, რომელიც დოკუმენტების გაყალბებისთვის რუსთავის ციხეში სასჯელს იხდის, "პირველებთან" ინტერვიუში ხელს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელს ადებს. ირკვევა, რომ თეა ბეგიაშვილს ვახო ჩარკვიანის სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება კლინიკის  ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა მოსთხოვა.

ტვ პირველმა მოიპოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ბეგიაშვილისა და კოხრეიძის საუბარია ჩაწერილი. ეს მასალა გამოძიების ვერსიას თავდაყირა აყენებს. ჩანაწერი ადასტურებს, რომ არასწორი მკურნალობით გარდაცვლილი პაციენტის საქმის მიჩქმალვაში მთელი სისტემა იყო ჩართული.

 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს ვირუსი დამარცხებული ჰქონდა.