ქართველი "კრიმინალები" რუსული დაზვერვის სამსახურში - "დოსიეს" სკანდალური გამოძიება

25.07.24 20:24
ქართველი "კრიმინალები" რუსული დაზვერვის სამსახურში - "დოსიეს" სკანდალური გამოძიება

 

ქართველი კრიმინალები რუსული დაზვერვის სამსახურში -  საგამოძიებო ჯგუფი "დოსიე" აქვეყნებს მტკიცებულებებს, რომლის მიხედვითაც, რომ ევროპაში დივერსიებისა და არეულობების  მოსაწყობად რუსეთის სპეცსამსახურებს ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრებს იყენებენ.  არჩევანს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე აკეთებენ, რადგან მათ ევროპაში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ. 

რუსეთის სადაზვერვო სამსახურიდან გამოჟონილი ინფორმაციიის მიხედვით ირკვევა, რომ წინასწარ ხდება რუსული გრუს მიერ კრიმინალების მოძებნა, შემდეგ მათი გადამზადება და  ევროპის ქვეყნებში  გაგზავნა დივერსიების განსახორციელებლად. სუსი უმოქმედოა. ამ უმოქმედობამ კი შედეგად  მოიტანა ის, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში იმას აკეთებენ, რაც სურთ.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.