ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, ის უკან იხევს - კამალა ჰარისი

26.07.24 10:23
ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, ის უკან იხევს - კამალა ჰარისი

დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

მისი თქმით, დებატები 10 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ტრამპმა, იმის მიუხედავად, რომ თავიდან ტანახმა იყო, ახლა უკან დაიხია.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებს არ დათანხმდება, სანამ „დემოკრატები“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ოფიციალურად არ შეთანხმდებიან.