"პირველების" ინფორმაციით, სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდა იპოვეს
"პირველების" ინფორმაციით, სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდა იპოვეს. ადგილობრივები და ოჯახის ახლობლები "ტვ. პირველს" ეუბნებიან, რომ გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი თავად გამოვიდნენ კონტაქტზე და თავად ჩავიდნენ ლენტეხში.
"ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია...დაბრუნდნენ ჩვენი ბიჭები მშვიდობით ლენტეხში არიან", - ეუბნებიან ოჯახის ახლობლები "პირველებს".
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც აცხადებენ, რომ დაკარგული ახალგაზრდები ოჯახის წევრებს თავად დაეკონტაქტნენ.
შეგახსენებთ, რომ 5 დღე სვანეთში ორ დაკარგულ ახალგაზრდას გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს ეძებდნენ.
შსს-ს სამაშველო ვერტმფრენი ძებნა-შველის ოპერაციში, მხოლდო მეექვსე დღეს, დღეს დილით ჩაერთო.