21 წლის ქეთი ჯავახიშვილის წამებით მკვლელობა ლილოში - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე?

26.07.24 12:11
21 წლის ქეთი ჯავახიშვილის წამებით მკვლელობა ლილოში - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე?

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის წამებით მკვლელობა ლილოში - დაკავებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ 5 თვიანი განხილვის შემდეგ დასსრულა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. ბოლო შუამდგომლობა საბრალდებო უწყების წარმომადგენელმა დააყენა. 

მან ესპანეთის სახელმწიფოსგან ოთარ ცინდელიანის შესახებ გამოთხოვილი საქმის მასალების დამატებითი მტკიცებულების სახით საქმეზე დართვა მოითხოვა. როგორც პროკურორმა განმარტა, მათ ესპანეთის კომპეტენტური ორგანოებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვეს.

სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, აღნიშნული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ ოთარ ცინდელიანი ესპანეთში, 2021 წელს ძარცვის ბრალდებით დააკავეს და მისი დეპორტაცია მოხდა. აღნიშნულის გამო ცინდელიანს ესპანეთის სახელმწიფოში ჩასვლა 5 წლით აეკრძალა. 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს დასაკითხ მოწმეთა სიაში ოთარ ცინდელიანი ჰყავდა, თუმცა, მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ "დუმილის უფლებას იყენებს". ბრალდებულმა დაანონსა, რომ დუმილის უფლებას ბოლო პროცესზე დაარღვევს.

ბრალდების მხარის გასაკვირად მაშინ, როდესაც დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებული არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ბრალდებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიღებაზე. შესაბამისად, სასამართლოს არ მიაწოდა ინფორმაცია მისთვის ცნობილი გარემოებიების შესახებ. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულება, გარდაცვლისა და ბრალდებულს შორის მიმოწერები, რომელიც ასახავს იმ დღეს, მკვლელობის დღეს, წინარე პერიოდს, თუმცა დაცვის მხარემ არ მოისურვა ამ მესიჯების საჯაროდ გაჟღერება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, გენდერის ნიშნით ჩადენილ განსაკუთრებით სისასტიკით დანაშაულზე". - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება, ალტერნატიულ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომლის ჩატარებასაც დაცვის ხმარე მოითხოვს, ბრალდების მხარე არ ეთანხმება და ამბობს, რომ  ეს დასაშვებად არ უნდა იქნას ცნობილი.

მოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, ქალზე ბატონობის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა დაზარალებული და მას მიაყენა 59 ჭრილობა, რაც სამედიცინო ექსპერტმაც დაადასტურა, შესაბამისად ჩვენ გავქვს მოლოდინი, რომ სასამართლო გამოიტანს უმკაცრეს განაჩენს. მე არ ვიცი რა ექსპერტიზა აქვს დანიშნული, მაგრამ როგორც თავად აცხადებს, დანიშნული აქვს ალტერნატიული ფსიქიატრიული ექსპერტიზა, თუმცაღა ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაცვის მხარეს იმდენად აქვს დარღვეული კანონი, რომ ეს დასაშვებად არ უნდა იქნას ცნობილი", - განაცხადა პროკურორმა

შემდეგი სასამართლო პროცესი 4 სექტემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც  მოკლულის ნათლიის შვილია.

ქეთი ჯავახიშვილს  59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.