ბათუმში კაცი დაჭრეს

26.07.24 15:17
ბათუმში კაცი დაჭრეს

ბათუმში კაცი დაჭრეს - "პირველების" ინფორმაციით, დაჭრას წინ მეზობლებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, ჩხუბის დროს კი ერთ-ერთმა სახლიდან საფანტის თოფი გამოიტანა და მეზობელს ესროლა. 

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.