კიდევ ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს ჩინურ კომპანიას აბარებენ
კიდევ ერთ სტრატეგიულად მნიშვენლოვან ობიექტს ჩინურ კომპანიას აბარებენ. რუსეთისკენ მიმავალ სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობაზე 212 მილიონი დაიხარჯება. უპირატეს მონაწილედ უკვე გამოცხადებულია ჩინური სახელმწიფო კოპორაცია. წინ მხოლოდ საბუთების მომზადების ეტაპია.
ექსპერტებს აინტერესებთ, თუ რატომ დადგა რუსულ ბაზართან დაკავშირებული გზის გაფართოების აუცილებლობა საჭირო და რას მოასწავებს ეს საქართველოსთვის.
მათი თქმით, ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აწყობს, ასევე "ოცნებას", რომლისთვისაც ეს იოლი ფულის შოვნის საშუალება გახდება.
მთავარი კითხვა პირველ რიგში არის პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური. ანუ, რატომ გახდა მნიშვნელოვანი ჩრდილოეთ სამხრეთის ამ შემთხვევაში, პრაქტიკულად რუსულ ბაზართან დაკავშირებული გზის გაფართოება და რას უქადის ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას. გასაგებია, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის და მასთან დაკავშირებული პირებისთვის ეს არის იოლი ფულის შოვნის საშუალება. გრძელვადიანი პერსპექტივა, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აწყობს. ვინ არიან ეს კომპანია. ანუ კომპანია, რომელიც მონაწილებს ამ ტენდერში, რატომ მაინც და მაინც ჩინური კომპანია. ჩვენ ვხედავთ, ჩინურ კომპანიებთან აშკარად არსებობს კორუფციული გარიგებები. ეს არის ის ვითარება, როდესაც ერთი მხრივ გრძელვადიანად ვრისკავთ საკუთარ გეოპოლიტიკურ მომავალს რუსეთზე მიბმით და მეორე მხრივ, ამითი სარგებლობს მცირე ჯგუფი ადამიანებისა, როგორც წესი ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადმიანებისა, რომლებიც ხეირობენ ფინანსურად ამ ტიპის გარიგებებით", - ამბობს ექსპერტი.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე კი კორუფციულ ინტერესებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს სტრატეგიული მონაკვეთების ჩინეთის ხელში გადასვლა კიდევ უფრო მეტად გახდის ჩვენს ქვეყანას რუსეთზე დამოკიდებულს.
,ხომ არ არის ჩინური კომპანიებისთვის მსხვილი ტენდერების გადაცემის მთავარი მიზეზი ის კორუფციული ინტერესი, რომელიც დგას ამ ხელისუფლების უკან. ძალიან ცხადია ამ ხელისუფლების გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად გახდეს დამოკიდებული ჩრდილოეთზე და რუსეთზე. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ფორსირებულ ტემპებში აშენებენ ამ გზას, რომელიც პირველ რიგში რუსეთის ინტერესში არის რომ იყოს და შემდეგ უკვე საქართველოსი". - ამბობს საბა ბუაძე.