ხელისუფლებამ იცის, რომ ემიგრაციაში მას არჩევნები არასოდეს მოუგია - ემიგრანტების პასუხი "ოცნებას"

26.07.24 17:44
ხელისუფლებამ იცის, რომ ემიგრაციაში მას არჩევნები არასოდეს მოუგია - ემიგრანტების პასუხი "ოცნებას"

ემიგრანტების პასუხი "ოცნებას" - ლუკმა-პურისთვის საზღვარგარეთ გადახვეწილი საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი განგებ არ ხსნის დამატებით საარჩევნო უბნებს საზღვარგარეთ, რადგან იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს.

ემიგრანტები საარჩევნო კუთხით ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.

ემიგრანტების ბლოკირებისთვის არის ეს განცხადება, იმიტომ რომ ემიგრანტებმა ვერ შეძლონ საარჩევნო უბნებზე მისვლა, რადგან ხელისუფლებამ უკვე იცის, რომ ემიგრაციაში მას არასოდეს არ მოუგია არჩევნები, არასოდეს. მე ვარ ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ძალიან კარაგად ვიცით, რა ხდება საარჩევნო უბნებზე უცხოეთის ქვეყნებში. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა საარჩევნო საკითხებში, რომ ემიგრაციას, რომლის მხრებზეც და ფინასებზეც დგას დღემდე საქარველო მას არ მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება". - ამბობს ემიგრანტი "პირველებთან".

ქვეყნის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას ასეულობით ემიგრანტი ვერ შეძლებს. მიზეზი ოცნების პოლიტიკური გადადწყვეტილებაა. ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ უთხრა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე. არადა კანონში პირდაპირ წერია, რომ უბანი უნდა იყო იქ, სადაც არანაკლებ 50 ამომრჩეველი ცხოვრობს. 

მსგავსი სიახლეები