რეპრესიები გრძელდება - რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 აქტივისტი ციხეში გაუშვეს
რეპრესიების კიდევ ერთი ტალღა აქტივისტების წინააღმდეგ - რუსული კანონის მოწინააღმდეგე ორი ახალგაზრდა პატიმრობაში დატოვეს ისე, რომ მოსამართლეს აღკვეთის გადასინჯვაზე არცერთის შემთხვევაში არ უმსჯელია. 20 წლის ფრიდონ ბუბუტეშვილი, რომელსაც მეხანძრე მაშველისთვის ქვის სროლას ედავებიან, ამტკიცებს, რომ ქვა ხელში ნამდვილად ეკავა, თუმცა მხოლოდ თავდაცვის მიზნით.
პატიმრობაში დატოვეს გიორგი შანიძე იგივე შანო. გამოძიება მას სახელმწიფო ქონების დაზიანებას და დიდი ოდენობით მარიხუანას მოყვანასა და შენახვას ედავება.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.