"ტვ პირველი" დაყადაღების მოლოდინში - აღსრულება არხის ქონების აუქციონზე გაყიდვას აანონსებს

26.07.24 20:01
"ტვ პირველი" დაყადაღების მოლოდინში - აღსრულება არხის ქონების აუქციონზე გაყიდვას აანონსებს

 

 

7 დღიანი ვადა "ტვ პირველს" - აღსრულების ბიურო ტელევიზიაში შემოსვლას აანონსებს და არხის ქონების აუქციონზე გაყიდვით იმუქრება. "ტვ პირველის" ქონება ის სამაუწყებლო აპარატურაა, რითაც ეთერში გავდივართ, ეს კამერები, მიკროფონები, კომპიუტერები და სხვა მაუწყებლობისთვის საჭირო აპრატურაა.

მიზეზი ირაკლი კობახიძის სიძის მოთხოვნაა. დავით ფაცაცია, ტელევიზიისგან 15 ათას ლარის სასწრაფოდ ჩარიცხვას მოითხოვს. ფაცაციას აღსრულების ფურცელი დღეს შემოვიდა. დღევანდელი დღე კი კახი კალაძის ანოლიგიური მოთხოვნით დაიწყო. თბილისის მერი ტელევიზიისგან 15 ათას ლარს და ფაქტების უარყოფას ითხოვს. წინააღდეგ შემთხვევაში, ისიც იძულებითი აღსრულებით იმუქრება.

ერთმანეთის მიყოლებით კობახიძის სიძის და კახი კალაძის მოთხოვნები აღსრულების ბიუროში შემთხვევითი არ ყოფილა. ორივე საქმეზე ფაქტების უარყოფის და ჯამში 30 ათასი ლარის გადახდის ვალდებულება სასამართლომ თვეების წინ მიიღო.

კალაძის შემთხვევაში არსებობს სხვა ეჭვი. მერი წყობიდან "ტვ პირველის" ახალმა გამოძიებამ გაამოიყვანა, რომელიც ეთერში ხვალ უნდა გავიდეს. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები