რიკოთის უღელტეხილის გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაიწმინდა - გზების დეპარტამენტი
რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაიწმინდა - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს" ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის უღელტეხილი დაიტბორა - მოვარდნილმა ნალექმა საავტომობილო გზა წყლით დაფარა.
შექმნილი ვითარების გამო, ადგილზე ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.