"საქართველოს რუსმა პრემიერმა უარი გვითხრა არჩევნებში მონაწილეობაზე" - ემიგრანტების პასუხი "ოცნებას"
"საქართველოს რუსმა პრემიერმა უარი გვითხრა არჩევნებში მონაწილეობაზე" - ასეთია ემიგრანტების პასუხი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე.
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ "ოცნება", მიუხედავად უამრავი ხელმოწერისა, განგებ არ ხსნის დამატებით საარჩევნო უბნებს, რადგან წინა არჩევნების გამოცდილებით იცის, რომ ემიგრანტების ხმა მათ არ ეკუთვნის და ყოველთვის ოპოზიცია იმარჯვებს.
ეს არის მიზანმიმართული ქმედება, იმიტომ, რომ საქართველოს პრემიერმა და მთავრობამ ძალიან კარგად იციან წინა არჩევნებიდან გამომდინარე, რომ საზღვარგარეთ მასიურად იგებს ოპოზიცია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ოპოზიცია არის ოპოზიციურად განწყობილი და არ სურთ ამომრჩეველი მივიდეს და ხმა მისცეს მათ საწინააღმდეგ. არის ქალაქები, სადაც 300-400 კმ დაშორებაა და ადამიანები ურბალოდ ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. მიუხედავად იმისა, რომ უმარავი ხელმოწერა შეგროვდა, რომ გახსნილიყო დამატებითი საარჩევნო უბნები, საქართველოს რუსმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენ ემიგრანტებს, უარი გვითხრა არჩევნებში მონაწილეობაზე", - ამბობს ემიგრანტი.
ქვეყნის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას ასეულობით ემიგრანტი ვერ შეძლებს. მიზეზი ოცნების პოლიტიკური გადადწყვეტილებაა. ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ უთხრა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე. არადა კანონში პირდაპირ წერია, რომ უბანი უნდა იყო იქ, სადაც არანაკლებ 50 ამომრჩეველი ცხოვრობს.