პროტესტი გრძელდება - "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცული თანამშრომლები მე-16 დღეა ღამეებს კარვებში ათენებენ

27.07.24 11:40
პროტესტი გრძელდება - "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცული თანამშრომლები მე-16 დღეა ღამეებს კარვებში ათენებენ

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - "ევოლუშენ ჯორჯიას" ათობით თანამშრომელი მე-16 დღეა ღამეებს კომპანიის შესასვლელთან ისევ კარვებში ათენებს. თანამშრომლები ღირსეულ სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას ითხოვენ. 

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიუხედავად, გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ყველა მენეჯერი თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა და ეს განცხადება მხოლოდ თვალის ასახვევად გაკეთდა. 

არავინ, არცერთ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულა. კი კომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ გაათავისუფლეს ის ბულინგში მონაწილე მენეჯერები, მაგრამ ყველა არ გაუთავისუფლებიათ, ნაწილი ისევ მუშაობს. ჩვენი მოთხოვნები ისევ უცვლელი რჩება, ვითხოვთ ისევ შრომის ადამიანურ პირობებს, მენეჯერების გათავისუფლებას და ყველა იმ გაგდებული თანამშრომლების უკან დაბრუნება", - ამბობს გაფიცული თანამშრომელი. 

მსგავსი სიახლეები