პლატონ იოსელიანის ქუჩაზე 29 ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

27.07.24 11:57
პლატონ იოსელიანის ქუჩაზე 29 ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საგზაო სამუშაოების გამო, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე 29 ივლისის 10:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

საბურთალოს რაიონის გამგეობა პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 29 ივლისის 10:00 საათიდან პ. იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პარალელური - ნასიძის, ბალანჩივაძისა და ჩაილურის ქუჩების მეშვეობით.

პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები