ვინ არის ძმის მიერ მოკლული ახალგაზრდა კაცი? - "tvpirveli.ge"-მ ახალი დეტალები გაარკვია

27.07.24 14:13
ვინ არის ძმის მიერ მოკლული ახალგაზრდა კაცი? - "tvpirveli.ge"-მ ახალი დეტალები გაარკვია

ლეჩხუმში მომხდარი განზრახ მკვლელობა - "tvpirveli.ge"-ის ინფორმაციით, მოკლული 36 წლის ვასილ სილაგაძეა.

ახლობლების ცნობით, გარდაცვლილის ძმას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ოჯახის წევრებთან კონფლიქტში ხშირად შედიოდა. საბედისწერო დღეს კი მძინარე ძმას მიეპარა და ყელი ნაჯახით გამოჭრა.

თავად ვასილ სილაგაძე ქუთაისში, ქირით მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახი  სოციალური სტატუსის მქონეა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობები პირმა ძმას ნაჯახით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა. 1977 წელს დაბადებული ბ.ს წარსულში ნასამართლევია. 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

მსგავსი სიახლეები