ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

27.07.24 14:15
ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია - მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა (60კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა.

21 წლის ქართველმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს სძლია.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები