"ოცნებას" საარჩევნოდ ისეთი რაღაცები აქვს ჩაფიქრებული, რომლის წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება - ბუღაძე

27.07.24 15:45
"ოცნებას" საარჩევნოდ ისეთი რაღაცები აქვს ჩაფიქრებული, რომლის წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება - ბუღაძე

"ოცნებას" საარჩევნოდ ისეთი რაღაცები აქვს ჩაფიქრებული, რომლის წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება - ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ "პირველებთან" განაცხდა.

ბუღაძის თქმით, მმართველ გუნდს დაშინების მილიონი მექანიზმი გააჩნია.

იმდენად რთული სიტუაცია შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან რეალურად წარმოგიდგენიათ, რას გააკეთებს "ოცნება" არჩევნებთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, მას ჩაფიქრებული აქვს ისეთი რაღაცები, რომლის წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება, ისეთი სიყალბეების ჩადენა შეუძლია, იმდენი ტყუილის თქმა შეუძლია, გაკეთება შეუძლია. დაშინების მილიონი მექანიზმი გააჩნია და კიდევ რაებს მოიგონებს. ამიტომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ფხიზლად უნდა იყოს. არ უნდა გვეგონოს, რომ მხოლოდ იქ მისცემს ხმას და დასრულდება ყველაფერი, გავალთ ფონს. არავითარ შემთხვევაში, ასე მარტივად არ იქნება. საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს. ჩანს, რომ ყველა ნიშანი საზოგადოებას გაცნობიერებული აქვს", - ამბობს გია ბუღაძე.

ქვეყნის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას ასეულობით ემიგრანტი ვერ შეძლებს. მიზეზი ოცნების პოლიტიკური გადადწყვეტილებაა. ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ უთხრა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე. არადა კანონში პირდაპირ წერია, რომ უბანი უნდა იყო იქ, სადაც არანაკლებ 50 ამომრჩეველი ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები