ავარია რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე - დაღუპულია ერთი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე - სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა, ხოლო მეორე ავტომობილის მძღოლმა დაზიანებები მიიღო.
ირკვევა, რომ ავტომობილთაგან ერთ-ერთს ბენზინი გადაჰქონდა.