"თბილისის საშიში ფლირტი მოსკოვთან" - Deutche Welle საქართველოს შესახებ წერს

28.07.24 12:08
"თბილისის საშიში ფლირტი მოსკოვთან" - Deutche Welle საქართველოს შესახებ წერს

"თბილისის საშიში ფლირტი მოსკოვთან" - სტატიას ამ სათაურით "დოიჩე ველე" აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ "ქართული ოცნება" მზადაა, ხელისუფლება ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს, მათ შორისაა მოქალაქეების დაშინება. სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია მოსახლოებას ხან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით აშინებს, ხან ომით.

გავლენიანი გამოცემა არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს და საბოლოოდ გახდეს კრემლის თანამგზავრი. სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ საქართველო მალე გადაიქცევა იმ ტიპის ქვეყნად, როგორიც ყირგიზეთია, რადგან საქართველოში უკვე იზღუდება ადამიანის უფლებები და თავისუფლება.

მსგავსი სიახლეები