დატბორილი სახლები და წაქცეული ხეები - კახეთში სტიქიას ებრძვიან
სტიქია კახეთში - ლაგოდეხში ძლიერმა წვიმამ და ქარმა სახლები დააზიანა. საცხოვრებლების ნაწილს სახურავები აღარ აქვს. ლაგოდეხის მერის ინფორმაციით, დატბორილია ასამდე შენობის პირველი სართული, წაქცეულია ხეები. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა სოფელ ჭიაურში. მხოლოდ ამ სოფელში 12 სახლს აღარ აქვს სახურავი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ზარალი ძალიან დიდია. 8 ის შემდეგ დაიწყო ეს საშინელი ქარიშხალი. ხეები დააწვინა, სახლები გადახადა. საშინელი მდგომარეობაა, სახლში შეუვიდა ჩემს მეზობელს წყალი. იქ ალბათ ვერც იცხოვრება, ისეა უკვე, - ამბობს ადგილობრივი.
საშინელი ვითარებაა, როგორც ჩვენ ისე სხვებიც დააზარალა და პლუს სათბურები, თუ რამე იყო მოსავალი, ისიც გაანადგურა. არავინ მოსულა, დილიდან ველოდებოდით, - ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივი მთავრობის ინფრომაციით, სტიქიის ადგიზე შესაბამისი სამსახურები უკვე იმმყოფებიან და მუშაობენ. მოსახლეობა კი ზარალის დროულად ანაზღაურებას ითხოვს.