"ერთიანობით გავიმარჯვებთ" - "ერთიანობის" ლიდერები ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდნენ
პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერები სამეგრელოში არიან. ოპოზიციამ დღეს შეხვედრები ზუგდიდში გამართა. სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამეგრელოში კარგდდ ხედავენ, რა პრობლემების წინაშე დააყენა ოლიგარქის რეჟიმმა ქვეყანა - ხალხი გაჭირვებაში, ტოტალურრ უპერსპექტივობაში ჩააგდო, სტრატეგიული პარტნიორები ჩამოიშორა, რუსეთთან კი მჭიდრო კავშირებს ამყარებს.
პლატფორმა "ერთანობის" ლიდერებს იმედი აქვთ, რომ 26 ოქტმბერს სწორედ ერთობით მოხერხდება რუსული რეჟიმის სახლში გაშვება.
ახლა ვიმყოფებით ჩემთვის ძალიან საყვარელ სამეგრელოში, სადაც ხედავთ, რა განწყობაა ხალხის, ხედავთ, როგორ გვხვდება ხალხი, როგორი ერთიანობის მუხტია ჩვენს ხალხში. შესაბამისად, კიდევ და კიდევ ვიტყვი, აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ერთიანობით, ამ ერთსულოვნებით, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება. შემოვივლით მთელ საქართველოს, შევხვდებით ყველას, - ამბობს „ერთიანობის“ ლიდერი სოფო ჯაფარიძე.