"შეწყდეს მებრძოლების დევნა" - უკრაინის მოქალაქეები ქართველი მეომრების მხარდასაჭერად ერთიანდებიან

28.07.24 20:17
"შეწყდეს მებრძოლების დევნა" - უკრაინის მოქალაქეები ქართველი მეომრების მხარდასაჭერად ერთიანდებიან

 

 

უკრაინის მოქალაქეები ქართველი მებრძოლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან. ხვალ კიევში შევჩენკოს ბულვარში უკრაინელები იმ ჯარისკაცებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად იკრიბებიან, ვისაც ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის დავალებით სჯის.

სუსის მთავარი ინტერესი, როგორც ჩანს, ქართველი მებრძოლების სახელიის დისკრედიტირებაა. ჯერ იყო სახელმწიფო გადატრიალების და ამბოხის საქმეზე დაწყებული გამოძიება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე სავარაუდო თავდასხმის ძიება.

ადამიანებს, ვინც ომიდან სამშობლოში დასასვენებლად დაბრუნდა, გამოკითხვებზე დაატარებენ.

რა დაადგინეს და რა გაარკვის, ამ დრომდე  უცნობია. ცხადია მხოლოდ ის, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების გამოკითხვაზე დაბარებით მხოლოდ რუსული მედიაა აჟიტირებული.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები