დანგრეული გზები და პირობების არარსებობა - ერგნეთის მოსახლეობა დახმარებას უშედეგოდ ითხოვს

28.07.24 20:31
დანგრეული გზები და პირობების არარსებობა - ერგნეთის მოსახლეობა დახმარებას უშედეგოდ ითხოვს

 

 

უკვე თვეებია ხელისუფლებამ იცის, რომ სოფელ ერგნეთში ხალხი დახმარებას ითხოვს. გზის რეაბილიტაცია უნდათ, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. სოფელში არ არის არც აფთიაქი და არც მაღაზია.

ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება ერგნეთელებმა ითხოვეს ყველგან, სადაც შეეძლოთ, მაგრამ უშედეგოდ. ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან იმდენად გაუსაძლისი ხდება, რომ ადგილობრივების ნაწილი მამაპაპისეული სახლების დატოვებაზე ფიქრობს. 

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები