სტიქია ოზურგეთში - უხვმა ნალექმა ქალაქში პრობლემები შექმნა
სტიქია ოზურგეთში - გასულ ღამეს ქალაქის ქუჩებში გადაადგილება შეუძლებელი იყო, მთელი ქალაქი წყლით დაიტბორა. წყალი საცხოვრებელ სახლებში და მაღაზიებში შევვარდა. მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა, რის გამოც იქ განთავსებული პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა.
ოზურგეთშიც სანიაღვრე სისტემების პრობლემაა. ზოგიერთ უბანში გაითიშა დენი, რადგან უხვი ნალექის გამო ელექტროგადამცემი ხაზები შესაკეთებელი გახდა.