ავარია ქედაში - გარდაცვლილია 1 ადამიანი
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ერთი პირი. მას სხეულზე მრავლობითი ტრავმა აღენიშნება.
ირკვევა, რომ ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილი მსუბუქი ავტომობილის მძღოლია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.