"ვენეცია გვქონდა"- სტიქია გორში

29.07.24 11:42
"ვენეცია გვქონდა"- სტიქია გორში

გორში მთელი ღამის განმავლობაში სტიქიას ებრძოდნენ. ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე  უბანი, კორპუსის სადარბაზო და კერძო სახლის პირველი სართული დაიტბორა.  

განსაკუთრებით რთული იყო მდგომარეობა კვერნაკის და კომბინატის დასახლებაში.  

მოსახლეობის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ისინი ყოველწლიურად ესეთ მდგომარეობაში არიან, ითხოვენ წყალგაყვანილობის მოწესრიგებას, თუმცა უშედეგოდ. 

,,აქ ვენეცია გვქონდა, უხვი ნალექი მოდის თუ არა, ქვედა მხარე მთლიანად ვიტბორებით. სახლებში შემოდის, მსგავსი რამ რ მინახავს. გუშინ, მოვიდა სახანძრო, "წყალკანალმა" თქვა, რომ  კვირაობით არ ვმუშაობთ,  მძღოლი არ გვყავსო, არ ამობრძანდა "წყალკანალი". პოლიციაც კი გამოიძახეს,  წყალგაყვანილობა არის მოსაწესრიგებელი. წლიდან-წლამდე ესე ვართ"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მსგავსი სიახლეები