გელათი ნადგურდება - ექსპერტები ხელისუფლების გულგრილობაზე საუბრობენ

29.07.24 12:06
გელათი ნადგურდება - ექსპერტები ხელისუფლების გულგრილობაზე საუბრობენ

ქრისტიანობის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ძეგლი, გელათი ნადგურდება. ტაძარში წყალი ჩადის, რაც უნიკალურ მოზაიკას აზიანებს. საკურთხევლის სახურავს დროებით გადახურვა, პრაქტიკულად, მოხსნილი აქვს. მასალა, რომელიც ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილს უნდა ფარავდეს, არსწორადაა დამაგრებული. 

ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები არასწორად მიმდინარეობს, რაც გელათს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს. 

დაყენებულია ახლა უკვე ხარაჩო იმ პოზიციაზე, რომ აბსიდის სახურავზე არის აცილებული და მოწყობილია იქ ტენტი. სამწუხაროდ, ეს ვითარება, რაც ახლა არის, არ ვიცი რა შეიცვლება უახლოეს დღეებში, კარგია, რომ დღეს უკეთესი ამინდია, არ უზრუნველყოფს ბოლომდე ნალექის არიდებას. ყველაზე უფრო კრიტიკული ადგილი ახლა მოიზაკაა. ვიცით, რომ 99% კვლევებით დადგენილია, რომ მოცილებულია კედელს და მოცილებულია ზოგ შემთხვევაშ 21 სმ-ით. უნდა წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმეა მდგომარეობა. ზუსტად იმ სახურავს რომ მოხსნი და ღია ცის ქვეშ დატოვებ 25 დღის მანძილზე, რომელზეც ეს პრობლემაა, ეს უკვე არასწორი გადაწყვეტილებაა, ეს არის უდიდესი შეცდომა, - ამბობს „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

"ლელოს" წევრი დეა მეტრეველი "ქართული ოცნების" გულგრილობაზე საუბრობს და ამბობს, რომ არასწორ რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება.  

გელათში არსებული ვითარება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, როგორი გულგრილი და მავნებლური დამოკიდებულება აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას საქართველოს ისტორიის, კულტურის და ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეოის ძეგლების მიმართ. უკვე საუბრებია საექსპერტო და სამეცნიერო წრეებში იმაზეც კი, რომ ღვთისმშობლის უნიკალური ფრესკის მოხსნა და ახლიდან ფიქსაცია უნდა მოხდეს, რაც არის ძალიან საგანგაშო და საგულისხმო. სრული პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდება გელათში სარესტავრაციო სამუშაოები, სრულად ეკისრება „ოცნების“ ხელისუფლებას, - ამბობს „ლელოს“ აღმასრულებელი მდივანი დეა მეტრეველი.

 

მსგავსი სიახლეები