7-28 ივლისის პერიოდში, საბაჟოებზე 655,597 ლარის ღირებულების უცხოური ვალუტის უკანონო შემოტანა აღიკვეთა
7-28 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი" და "წითელი ხიდი", მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული თანხა ჯამში - 2900 ევროს, 59 407 აშშ დოლარსა და 7 265 700 რუსულ რუბლს შეადგენს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 655 597,94 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეეები, სანქციის სახით, ჯამში - 65 560,16 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ", - წერია უწყების განცხადებაში.