Air China საქართველოში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.
ავიაკომპანიის ცნობით, ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით, ბოინგ 737 800-ით შეასრულებს.
TAV Georgia და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის მოცემულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე გაიმართა.