კაბალში 23 წლის გოგო გაიტაცეს - ოჯახი შურისძიებას აანონსებს

29.07.24 20:01
კაბალში 23 წლის გოგო გაიტაცეს - ოჯახი შურისძიებას აანონსებს

სოფელი კაბალი დაპირისპირების ზღვარზე - შურისძიებას გატაცებული გოგოს ოჯახი წევრები აანონსებენ. თუ პოლიცია 23 წლის გუნელ გასანოვას და მისი გამტაცებლების კვალზე დროულად ვერ გავა, მაშინ ოჯახის წევრები თავად იმოქმედებენ. დანაშულებრივ ჯგუფს სამართალდამცველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. კაბალში დაკეტილია სახლი, სადაც სავარაუდო გამტაცებელი ცხოვრობს. 

თანასოფლელმა გუნელ გასანოვა მეგობრების დახმარებით  ქორწინების მიზნით გაიტაცა. ოთხმა კაცმა ქალს ჩასაფრება მოუწყო და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა. მანამდე კი სცემეს და მიწაზე დააგდეს ბებია, რომელიც შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ავტომობილს, რითაც გოგონა გაიტაცეს, სამართალდამცველებმა კაბალიდან მოშორებით ცარიელს მიაგნეს. მანქანის მოდელისა და ნომრების დადგენა ოჯახმა საკუთარი ძალებით შეძლო.   

რას ჰყვებიან კაბალში? - მარიამ მაკასარაშვილია პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები